LIVE TV
შაბათი, ივნისი 3, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

შალვა რამიშვილს სათოფეზე არ უნდა გაეკაროთ თქვენ და თქვენი შვილები-თათია სამხარაძე

დაპოსტა 2023/03/25-ში
გაზიარება
ჟურნალისტი და აქტივისტი თათია სამხარაძე მისი გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბა,ება სიმართლეს და “ნაციონალური მოძრაობის წევრ დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვან­ს ის არ გაუტაცია:
” ვინც Formula • ფორმულას ანონსი ნახეთ ყველამ იცით, რომ დღეს საღამოს, ექსკლუზიურად მოპოვებულ სექსუალური შევიწროვების ჩანაწერს გამოაქვეყნებენ, რომელიც ყოჩაღმა Anania Gachechiladzeმ ჩაწერა, რათა კიდევ ერთხელ ეჩვენებინა შალვა რამიშვილის მოძალადე სახე! მადლობა, ანანიას ასეთი გამბედაობისთვის. ✊🏻
ფართო საზოგადოება კიდევ ერთ მტკიცებულებას მოისმენს დღეს, რომ შალვა რამიშვილი ნამდვილად არის სექსუალურად მოძალადე, სასამართლოში ორჯერ გამტყუნებულო მანიაკი. მის ”კასტინგებზე” ასობით ქალი მაინც არის ნამყოფი, რომელმაც სხვადასხვა ინტენსივობის სექსუალური ძალადობა განიცადა. ვიცი, რომ ბევრი სოციო-პოლიტიკური მიზეზით ისინი ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავენ. ჩემი სტატუსის მიზანი, რომლითაც მე ახალგაზრდებს მივმართე, სწორედ სხვა ქალების დაცვა და გაფრთხილება იყო, რომ შალვა რამიშვილს სათოფეზე არ უნდა გაეკაროთ თქვენ და თქვენი შვილები.
სამწუხაროდ, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ ამ სერიული დანაშაულებებით, რომელსაც წლებია ჩადის შალვა რამიშვილი ქალების წინააღმდეგ, პოსტივისთან ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, Dimitri Chikovaniს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამიანს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს.
მივმართავ ქართული ოცნება / Georgian Dreamს, თქვენ სახეს დღეს წარმოადგენს შანტაჟისტი სექსუალური მანიაკი. ხოლო თქვენი უსაფრთხოების სამსახურები უნისონში მოქმედებენ პოსტივის ჟურნალიატებთან ერთად, რათა შეაშინონ და გააჩუმონ მსხვერპლი ქალები.
სიმართლე მარტივია: პოლიტ-ტექნოლოგიური სპეცოპერაციით პოსტივი ცდილობს პოლიტიკური აჯაფსანდლის მოწყობას და კონსპირაციებით ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ქალთა ხმები საკუთარი უფლებების დასაცავად ორკესტრირებული და დაფინანსებული იყოს დავით კეზერაშვილის მიერ.
მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც ერთ ეტაპზე ჩემი ცხოვრებისა მე არ ვყოფილვარ ქალების უფლებებით და ტრავმებით მოვაჭრე. ჩემი ასეთი ბინძური მეთოდებით დისკრედიტაცია არის ცილისწამების უმახინჯესი პრაქტიკა. მსურს დავიცვა ჩემი პატივი და ღირსება, თუმცა არ ვენდობი ქართული ოცნების სამართალაღსრულების არც ერთ შტოს, რომელიც სიამის ტყუპივით არის შეზრდილი რუსული ხელისუფლების მანკიერ ინტერესებთან — დაამყაროს ქვეყანაში დიქტატურა. განვითარებული მოვლენების გაანალიზების შედეგად ვგრძნობ და ვშიშობ, რომ ჩემი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტისა საქართველოში საფრთხეშია.
პ.ს. ძვირფასო მედიებო, ამ ეტაპზე გავდივარ კონსულტაციებს ჩემს ადვოკატებთან შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. სანამ ყველა დეტალს არ გავივლი, მანამდე ვერანაირ კომენტარს ამ თემაზე ვერ გავაკეთებ. დამატებით დეტალებს აუცილებლად გაგაგებინეთ უახლოეს დღეებში.
მანამდე ყველას გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ქალებს და მოუყევით ყველას ვისაც იცნობთ, თუ რა ჯოჯოხეთის გავლა უწევთ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ქალ მსხვერპლებსა თუ აქტივისტებს.”-წერს  თათია სამხარაძე

ჩხრეკა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დიმიტრი ჩიქოვანის სახლში

თეგები: თათია სამხარაძეშალვა რამიშვილი
გაზიარება298

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში სამი პაციენტი ლეპტოსპიროზს ებრძვის

ივნისი 3, 2023
22
მთავარი

საქართველოში მძიმე დაავადებათა სიაში შეტანილი ლეპტოსპიროზის შემთხვევები დადასტურდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის ინფექციას 3 პაციენტი ებრძვის. ბაქტერია, ღია წყლებში, ტბესა და ჭებში ცხოველის ექსპრემენტების მოხვედრით...

დაწვრილებით

მზად ვართ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევებისთვის-ზელენსკი

ივნისი 3, 2023
12
მთავარი

დღეს, 3 მაისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს რომ უკრაინა მზადაა, დაიწყოს თავისი დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად. "მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი,...

დაწვრილებით

ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინეს

ივნისი 3, 2023
9
მთავარი

პროკურატურამ ხელვაჩაურში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინა. შემთხვევა 2 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მოხდა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა,...

დაწვრილებით

პოლიციამ “დროას” ზუგდიდის ოფისიდან გადმოფენილი ბანერი მოიპარა-მაცაბერიძე

ივნისი 3, 2023
11
მთავარი

"დროას" წევრი, შუშანა მაცაბერიძე წერს, რომ ზუგდიდის ოფისის აივნიდან გადმოფენილი ბანერი, წარწერით "ირაყლი" პოლიციამ მოიპარა. "დროას ზუგდიდის ოფისის აივნიდან გადმოფენილი ბანერი, წარწერით “ირაყლი” პოლიციამ მოიპარა, ამწეკრანი მიიყვანეს, აძვრნენ, ჩამოხსნეს ბანერი...

დაწვრილებით

დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა-ბელგოროდის გუბერნატორი

ივნისი 3, 2023
4
მთავარი

ბელგოროდის გუბერნატორის თქმით  დღევანდელი დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიაჩესლავ გლადკოვმა ჩვეულებისამებრ, დაბომბვაზე პასუხისმგებლობა უკრაინის არმიას დააკისრა. მისივე თქმით, დაშავებულია კიდევ 16 ადგილობრივი. როგორც გლადკოვი ამტკიცებს, ვალუისკის დასახლება გრადებით დაიბომბა.

დაწვრილებით

ერდოღანმა ფიცი დადო

ივნისი 3, 2023
2
მთავარი

„მე, როგორც პრეზიდენტი, ვფიცავ ჩემს ღირსებას დიდი თურქი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ დავიცავ სახელმწიფოს არსებობას და დამოუკიდებლობას... დავიცავ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, ათათურქის პრინციპებსა და რეფორმებს. და საერო რესპუბლიკის...

დაწვრილებით

რომელ ბინებში გეგმავს ქუთაისის მერია ლიფტების რეაბილიტაციას

ივნისი 3, 2023
26
მთავარი

ქუთაისის მერია 4 მისამართზე ლიფტების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 135`302 ლარია. ( NAT230011641 ) დაგეგმილია  სულხან-საბას N69 საცხოვრებელი სახლის მე-4 სადარბაზოს ლიფტის რეაბილიტაცია.  ასევე ბუკიას  ქუჩის ბინა ...

დაწვრილებით

“ღმერთი არ გასწირავს”-პატარა ემიგრანტი რეანიმაციაშია

ივნისი 3, 2023
206
მთავარი

ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცის ავრცელებს: "გუშინ, საბერძნეთის ტელევიზიამ საშინელი ინფორმაცია გადმოსცა... ჩვენი ახლობელი ქართველი ემიგრანტის ქალიშვილს, პატარა ლილეს და მის თანმხლებ ქალბატონს მოტოციკლი დაეჯახა და საგზაო შემთხვევის გამო,...

დაწვრილებით

მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვა-ლევან იოსელიანი

ივნისი 3, 2023
14
მთავარი

"სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ასევე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ,...

დაწვრილებით

კონტრშეტევისთვის უკრაინის მოთხოვნილებები დავაკმაყოფილეთ-ჯონ კირბი

ივნისი 3, 2023
13
მთავარი

დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინა კონტრშეტევისთვის მოემზადებინა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, როდის დაიწყებს უკრაინა კონტრშეტევას, მასზეა დამოკიდებული. “ძალიან კმაყოფილები ვართ,...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

“პელე” ბრაზილიამ ლექსიკონში საუკეთესოს სინონიმად დაამატა

აპრილი 27, 2023
73
მთავარი

მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ჩვენი ჯარის აღლუმია – ირაკლი ღარიბაშვილი

ივლისი 12, 2021
32
მთავარი

რას ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

ნოემბერი 8, 2021
29





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!