ჟურნალისტი და აქტივისტი თათია სამხარაძე მისი გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბა,ება სიმართლეს და “ნაციონალური მოძრაობის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს ის არ გაუტაცია:
” ვინც Formula • ფორმულას ანონსი ნახეთ ყველამ იცით, რომ დღეს საღამოს, ექსკლუზიურად მოპოვებულ სექსუალური შევიწროვების ჩანაწერს გამოაქვეყნებენ, რომელიც ყოჩაღმა Anania Gachechiladzeმ ჩაწერა, რათა კიდევ ერთხელ ეჩვენებინა შალვა რამიშვილის მოძალადე სახე! მადლობა, ანანიას ასეთი გამბედაობისთვის.
ფართო საზოგადოება კიდევ ერთ მტკიცებულებას მოისმენს დღეს, რომ შალვა რამიშვილი ნამდვილად არის სექსუალურად მოძალადე, სასამართლოში ორჯერ გამტყუნებულო მანიაკი. მის ”კასტინგებზე” ასობით ქალი მაინც არის ნამყოფი, რომელმაც სხვადასხვა ინტენსივობის სექსუალური ძალადობა განიცადა. ვიცი, რომ ბევრი სოციო-პოლიტიკური მიზეზით ისინი ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავენ. ჩემი სტატუსის მიზანი, რომლითაც მე ახალგაზრდებს მივმართე, სწორედ სხვა ქალების დაცვა და გაფრთხილება იყო, რომ შალვა რამიშვილს სათოფეზე არ უნდა გაეკაროთ თქვენ და თქვენი შვილები.
სამწუხაროდ, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ ამ სერიული დანაშაულებებით, რომელსაც წლებია ჩადის შალვა რამიშვილი ქალების წინააღმდეგ, პოსტივისთან ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, Dimitri Chikovaniს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამიანს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს.
მივმართავ ქართული ოცნება / Georgian Dreamს, თქვენ სახეს დღეს წარმოადგენს შანტაჟისტი სექსუალური მანიაკი. ხოლო თქვენი უსაფრთხოების სამსახურები უნისონში მოქმედებენ პოსტივის ჟურნალიატებთან ერთად, რათა შეაშინონ და გააჩუმონ მსხვერპლი ქალები.
სიმართლე მარტივია: პოლიტ-ტექნოლოგიური სპეცოპერაციით პოსტივი ცდილობს პოლიტიკური აჯაფსანდლის მოწყობას და კონსპირაციებით ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ქალთა ხმები საკუთარი უფლებების დასაცავად ორკესტრირებული და დაფინანსებული იყოს დავით კეზერაშვილის მიერ.
მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც ერთ ეტაპზე ჩემი ცხოვრებისა მე არ ვყოფილვარ ქალების უფლებებით და ტრავმებით მოვაჭრე. ჩემი ასეთი ბინძური მეთოდებით დისკრედიტაცია არის ცილისწამების უმახინჯესი პრაქტიკა. მსურს დავიცვა ჩემი პატივი და ღირსება, თუმცა არ ვენდობი ქართული ოცნების სამართალაღსრულების არც ერთ შტოს, რომელიც სიამის ტყუპივით არის შეზრდილი რუსული ხელისუფლების მანკიერ ინტერესებთან — დაამყაროს ქვეყანაში დიქტატურა. განვითარებული მოვლენების გაანალიზების შედეგად ვგრძნობ და ვშიშობ, რომ ჩემი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტისა საქართველოში საფრთხეშია.
პ.ს. ძვირფასო მედიებო, ამ ეტაპზე გავდივარ კონსულტაციებს ჩემს ადვოკატებთან შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. სანამ ყველა დეტალს არ გავივლი, მანამდე ვერანაირ კომენტარს ამ თემაზე ვერ გავაკეთებ. დამატებით დეტალებს აუცილებლად გაგაგებინეთ უახლოეს დღეებში.
მანამდე ყველას გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ქალებს და მოუყევით ყველას ვისაც იცნობთ, თუ რა ჯოჯოხეთის გავლა უწევთ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ქალ მსხვერპლებსა თუ აქტივისტებს.”-წერს თათია სამხარაძე
ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ძველ ხიბულაში, 27 წლის ახალგაზრდა, გიორგი ქვარაია საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ადგილობრივების ცნობით, სოფელში საშინელი ტრაგედია ტრიალებს. „ჩვენი გიო, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს. სხვა დეტალები არ...
სამტრედიაში ცნობილი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მაია ცანავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ: „თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ... გასკდა გული... ჩვენი მაიკო გარდაიცვალა...“, - წერენ გარდაცვლილის ახლობლები. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა...
27 ივნისს ქუთაისში დღისით +32 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30...
ვერძი მშვიდი დღეა, გამოიყენეთ ის ჭკვიანურად და ეცადეთ, თქვენს საქმიანობაში მეტი ყურადღება დაუთმოთ ალტერნატიულ ხედვას. ისწავლეთ მოთმინება და ყველაფერი გამოგივათ. კურო ხანდახან, უკან დახევა გაცილებით უფრო მოგებიანია, ვიდრე წინა ხაზზე...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში მყოფი მამა-შვილი დაიღუპა, ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო...
საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. „კვირას, 29 ივნისს წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაილოცებიან აბიტურიენტები. ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინსულტი მოულოდნელად ვითარდება და ხშირად ადამიანებს არ აქვთ დრო რეაგირებისთვის. თუმცა, არსებობს ფარული სიმპტომები, რომლებიც რამდენიმე საათით ან დღით ადრე შესაძლოა საგანგაშო სიგნალად მივიჩნიოთ. მოულოდნელი დაბნეულობა ან კონცენტრაციის დაკარგვა აზრის...
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 27 ივნისს, თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: მთაწმინდის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის აღმართის, კოჯრის...
თბილისში, საბურთალოს რაიონში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. ინფორმაცია და შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც თვითმხილველები წერენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. „მოძრავ მანქანას გაუჩნდა ცეცხლი,...
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ეკონომისტის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ რევაზ კაკულიას გარდაცვალების...