ყვარელში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე თელავის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა.
დაცვის მხარე მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შალვა მელიქიშვილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მომდევნო სასამართლო სხდომა 2 ნოემბერს გაიმართება.