შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება კვლავაც იკავებს და დაიკავებს წამყვან ადგილს ალიანსის დღის წესრიგში.
რეგიონს NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანემ განაცხადა.
“ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ შავი ზღვის სუბრეგიონისთვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცისათვის, აჩვენებს, რომ ჩვენ ორგანულად, 360 გრადუსით ვუყურებთ ალიანსის უსაფრთხოებას და შავი ზღვა კვლავაც დაიკავებს წამყვან ადგილს ჩვენს დღის წესრიგში”, – განაცხადა ჯოანემ.
მან გაიხსენა ფართომასშტაბიანი წვრთნები Steadfast Defender 2021, რომელიც ჩატარდა შავ ზღვაში.
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მათ ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვრთნები უწოდა.
მირჩა ჯოანეს თქმით, შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და შავ ზღვაში ალიანსის ძალებისა და მოკავშირეების ძალების დიდი რაოდენობაა.