ყულევის პორტთან ჩაძირული მემკვიდრეობა – ამის შესახებ ინფორმაციას ნიკა ანთიძე თავისფესიბუკ გვერდზე ავრცელებს.
მეგა ტვ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ყულევის პორტთან ჩაძირული მემკვიდრეობა, სავარაუდოდ ავრორას ტიპის კრეისერი. მაგარი იქნება თუ ამოვიღებთ, რესტავრაციას ჩავუტარებთ და მუზეუმად ვაქცევთ” – წერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე სოციალურ ქსელში.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 2016 წელს გაზეთ “კვირის პალიტრასთან” მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვკითხობთ: “საქართველოს წყლებში ნავსადგურის ვალდებულებებიდან გამომდინარე, 2015 წლის განმავლობაში სანავსადგურო ფლოტის ჩაძირული ყველა გემი წყლიდან ამოღებულია (პოზიციები: 3, 4. 5. 6. 8. 9. 10. 11. 12. 13. 14). თუმცა წყლის ფსკერზე რამდენიმე სხვა გემი რჩება. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩაძირული ქონების ამოღება ტექნიკურად და ფინანსურად გაუმართლებელია და არ არის გამორიცხული, მისი ნარჩენები სამუდამოდ დარჩეს წყლის ფსკერზე. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, ამჟამად ფოთის აკვატორიაში რამდენიმე გემი და ბარჟაა ჩაძირული. 1998 წლის 14 თებერვალს ძლიერი შტორმის დროს კატასტროფა განიცადა და ზღვაში ჩაიძირა მშრალი ტვირთმზიდი, 1200-ტონიანი გემი “ბეგი”. დაიღუპა ეკიპაჟის ოთხი წევრი.
2011 წლის 7 თებერვალს რეიდზე დგომისას, ძლიერი შტორმისას, კატასტროფა განიცადა და ზღვაში ჩაიძირა მშრალი ტვირთმზიდი
“გრიგორი პეტროვსკი”. კატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ასევე ჩაძირულია მცირეტონაჟიანი ბარჟები “ახალი კოლხიდა” და “პიონერი”. მათი ჩაძირვის თარიღი უცნობია.
რაც შეეხება ყულევის საზღვაო ნავსადგურს, 2008 წლის 30 სექტემბერს ძლიერი შტორმის გამო ჩაიძირა თბომავალი “სკადოვსკი”, რომლის დაახლოებით 3/4 ნაწილი ამოღებულია და მიმდინარეობს მუშაობა მის ბოლომდე ამოსაღებად.” – ვკითხულობთ გაზეთ “კვირის პალიტრაში”