წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, გარდაიცვალა სკოლის დამსახურებული მასწავლებელი, ომარ ხვიჩია.სკოლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„სამწუხაროდ დღეს ბატონი ომარ ხვიჩიაზე წარსულში ვწერთ. წავიდა კიდევ ერთი ჩვენი სკოლის დამსახურებული მასწავლებელი, მაღალი დონის პროფესიონალი, კარგი ადამიანი და შესანიშნავი პიროვნება.
ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი თავმდაბლობით, კულტურით და საქმისადმი ერთგულებით. მას პატივს მიაგებდა ყოველთვის თავისი სკოლა, რომელმაც საპატიო მეოთხე სკოლელის ტიტული უბოძა, ასევე დიდად აფასებდა მას ქალაქის ხელმძღვანელობა და სპორტული საზოგადოება. ამას მოწმობს ის უამრავი სიგელები, რომელიც მას გადაეცა სხვადასხვა დროს. გემშვიდობებით ბატონო ომარ, უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი.“ – ნათქვამია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდაცვლილი, ბოლო პერიოდში ფილტვების სიმსივნეს ებრძოდა.