LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ყოველდღიურად ვხედავთ თუ როგორ მოქმედებს შერჩევითი სამართალი – ნაჯა ორაშვილი საკლუბო ფესტივალის ჯარიმაზე

ყოველდღიურად ვხედავთ თუ როგორ მოქმედებს შერჩევითი სამართალი – ნაჯა ორაშვილი საკლუბო ფესტივალის ჯარიმაზე

დაპოსტა 2020/07/24-ში
A A
5k
ნახვა
გაზიარება

უკვე გაუსაძლისია ის სადამსჯელო და რეპრესიული მიდგომები, რასაც სახელმწიფო საკლუბო და საფესტივალო კულტურის მიმართულებით ახორციელებს, – ამის შესახებ კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალების 10 000 ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით წერს.

მისი თქმით, საქართველოში საკლუბო კულტურის მომავალი ბუნდოვანია და ერთადერთი, რაც დარჩენია, გულშემატკივრების მხარდაჭერაა, რათა გადარჩეს.

“12 მარტს, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საკლუბო სცენამ საკუთარი ინიციატივით მიიღო დროებით დახურვის გადაწყვეტილება. საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლიან ქმედებებს უმძიმესი შედეგები მოჰყვა, 300-ზე მეტი არტისტი და 5 000-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, 100-მდე შეკრების ადგილი თუ სივრცე მეიჯარეებთან შექმნილი პრობლემების გამო გაუჩინარების წინაშე დგას.

ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნის მეექვსე ეტაპზე ჩვენ გაგვიჩნდა იმედი, რომ გარე სივრცეებში მაინც შევძლებდით შეკრებას. იმ პირობებში, როდესაც კრიზისში არცერთი ფინანსური ინსტიტუცია არ დაგვიდგა გვერდით, ისევ ჩვენი ძალებით მოვიძიეთ დამატებითი ფინანსური რესურსები, რომ გადაგვერჩინა ის საყვარელი სფერო, რომელშიც უამრავი შრომა ჩავდეთ. თუმცა ბოლო წამს დაპირებული რეგულაციები შეიცვალა და მხოლოდ 200 ადამიანის მასპინძლობის უფლება დაგვრთეს. უნდა აღინიშნოს, რომ გარე ღონისძიების ღირსეულად ჩატარებას ზუსტადე ამ რაოდენობის დასაქმებული პერსონალი სჭირდება.

ამასთან ერთად ყოველდღიურად ვხედავთ თუ როგორ მოქმედებს შერჩევითი სამართალი, და საზოგადოებაზე ზრუნვის სახელით, როგორ ვჯარიმდებით ძალიან მაღალი გადასახადით – 10 000 ლარზე მეტი თანხით, თან იმ აბსურდული არგუმენტით, თითქოს ჩვენ კულტურულ ღონისძიებებს არ მივეკუთვნებით. იმაზე მსჯელობა თუ ვისთვის გართობაა ეს სფერო, ვისთვის “მაღალი კულტურა” შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია უამრავი ადამიანისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი შეკრების ადგილების არსებობა.

ჩვენთვის, მიუღებელია ეკონომიკური საქმიანობის არამართლზომიერი შეზღუდვა, დაკისრებული ჯარიმების ოდენობა და ჩვენს გარშემო არსებული შერჩევითი სამართალი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ამ სფეროს ენთუზიასტებისთვის ადამიანებზე ზრუნვა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა უცხო არ არის. ახლა მარტო ვართ დარჩენილები კრიზისითან, შესაბამისად ჩვენი მომავალიც ბუნდოვანია, ერთადერთი, რაც დაგვრჩენია ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერაა, იმისთვის რომ გ ა დ ა ვ რ ჩ ე თ”, – წერს ორაშვილი.

ცნობისთვის, კომუნა “მზესუმზირა”  17 ივნისს გამართული ელექტრონული მუსიკის ღონისძიებისთვის 10 000 ლარით დააჯარიმეს. როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათი დაჯარიმების მიზეზი არის ის, რომ ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა არ არის შეყვანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში.

გაზიარება2001

დაკავშირებული -პოსტები

მკვლელობა მცხეთაში – შსს ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

13 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

13 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. უმეტეს ქალაქებში მოსალოდნელია წვიმა და და ზოგან ძლიერი ქარი.   ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +13 გრადუსი, რუსთავში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა ,...

დაწვრილებითDetails

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

13 აპრილი ენერგიულად და ემოციურად დატვირთული დღეა. ინტუიცია ძლიერდება, თუმცა ემოციებმა შეიძლება ლოგიკა გადაფაროს, ამიტომ მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა.     ვერძი - დღეს განსაკუთრებით აქტიური და იმპულსური ხართ. ეცადეთ, გადაწყვეტილებები...

დაწვრილებითDetails

კლინიკის დაცვის თანამშრომელი სცემეს

by მეგა TV
აპრილი 12, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

მარნეულში კლინიკის დაცვის თანამშრომელი სცემეს - 63 წლის ალადინ ყარეზადე კომაში იმყოფება. შემთხვევა 11 აპრილს, საღამოს საათებში მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა - მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად თბილისში, რეანიმაციულ...

დაწვრილებითDetails

დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული 35 წლამდე ასაკის კაცია, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთ გარეუბანში სათევზაოდ იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე...

დაწვრილებითDetails

4 წლის ბავშვს ხურდა ფული გადასცდა

by მეგა TV
აპრილი 12, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

  არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი გალის სასწრაფოს ბრიგადამ ენგურის ცენტრალურ ხიდამდე გადმოიყვანა, საიდანაც ბავშვი, თავდაპირველად, ზუგდიდის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, ბავშვი ბათუმის კლინიკაში წუხელვე გადაიყვანეს..   ამ...

დაწვრილებითDetails

12 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 12, 2026
0
რა შეიძლება გამოიწვიოს ზამთარში ქუდის გარეშე სიარულმა – ექიმი განმარტავს
ამინდი

თორმეტ აპრილს საქართველოში იქნება ცვალებადი ამინდი. ზოგ რეგიონში წვიმა და ქარი.   ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +23 გრადუსი, ქუთაისში და ბაკურიანში დაფიქსირდება. ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა , +2 გრადუსი, გუდაურშია მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი შემცირდა – როგორია ფასები საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
ბათუმში მამაკაცს ცეცხლი წაეკიდა
მთავარი

გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი შემცირდა. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 95.20 დოლარით (-0.75%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 96.57 დოლარია...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ფქვილის იმპორტი 68%-ით გაუძვირდა

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
საქართველოს ფქვილის იმპორტი 68%-ით გაუძვირდა
მთავარი

2026 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს ფქვილის იმპორტი 68.2%-ით გაუძვირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მოცემულ საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში 1.331 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 761 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 748 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 44 დოლარით კლებაზე მიუთითებს. ამასთანავე, Gold Price-ის მონაცემები აჩვენებს,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"