ახალი კორონა ვირუსით დაავადებული პაციენტების ორ მესამედს ყნოსვის უეცარი დაკარგვა აღენიშნებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა . ჰქონდათ თუ არა ანალოგიური სიმპტომი ქართველ პაციენტებს, ჩვენთვის ცნობილი არ იყო, ვიდრე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა ინტერვიუში არ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ხველებისა და ყელის ტკივილის გარდა დაკარგა ყნოსვისა და გემოს შეგრძნება.
“დამეწყო ყელის ტკივილი, ხველება, შემდეგ სურდო. გარდა ამისა, დავკარგე ყნოსვისა და გემოს შეგრძნებები. პირველ რიგში რეალურად ემოცია რაც მოიტანა ანალიზის შემდგომ პასუხის გაგებამ, უცებ გამახსენდა ყველა ის ადამიანი ვისთანაც ურთიერთობა მქონდა იზოლაციამდე. ყველაზე მნიშვენლოვანი დამაფიქრებელი მომენტი იყო ეგ რომ ვინმეს არ ვავნო გაუცნობიერებლად. ხანდახან სტატისტიკებს როცა ვკითხულობდი, მაშინ მეშინოდა-ხოლმე, მაგრამ შემდეგ მობილიზებას ვუკეთებდი საკუთარ გონებას.” – ყველა ახალი კორონავირუსისგან განკურნებული ქალი “იმედთან” საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების აზრით, შეიძლება კორონა ვირუსმა ყნოსვის დაკარგვა ყველა სხვა თანამდევი კლინიკური ნიშნების გარეშეც გამოიწვიოს და ვირუსის მატარებელი მისი უნებლიე გადამტანი აღმოჩნდეს.