საქართველოს სახალხო არტისტი, მესხიშვილის თეატრის მსახიობი ანზორ ხერხაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქუთაისის საპატიო მოქალაქე და არაერთი ჯილდოსა თუ პრემიის მფლობელი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში 1962 წლიდან მუშაობდა. ნათამაშები აქვს 224 როლი. მსახიობს 2010 წელს ვარსკვლავიც გაუხსნეს.
“მოგვენატრებით! თანაც ძალიან, ანზორ ბატონო!
დღეიდან მესხიშვილის თეატრის ეზოში ვეღარ გიპოვით!
ვერც საგრიმიოროში, სალონში, სცენაზე!
ვერ მოგიკითხავთ და თქვენეული ბარიტონით ვერ გვიპასუხებთ!
ტიტულები?
ისინი უამრავი გქონდათ – მსახიობიდან დაწყებული, ხელოვნების ქურუმით დამთავრებული…
თუმცა, ყველა ტიტულს, მესხიშვილის თეატრის ერთგულება და სიყვარული გერჩივნათ!
საქართველოს სახალხო არტისტი -ანზორ ხერხაძე გარდაიცვალა!”- წერია ლადო მესხიშვილის თეატრის ოფიციალურ გვერდზე.