LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ყველა ადამიანი ვინც ახლა კოვიდ ინფექციას ებრძვის გთხოვთ მიაწვდინოთ ეს ინფორმაცია – ექიმი ნანა სხილაძე

ყველა ადამიანი ვინც ახლა კოვიდ ინფექციას ებრძვის გთხოვთ მიაწვდინოთ ეს ინფორმაცია – ექიმი ნანა სხილაძე

დაპოსტა 2021/01/04-ში
A A
715
ნახვა
გაზიარება

ექიმი ნანა სხილაძე, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს აფრთხილებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„ყველა ადამიანი ვინც ახლა კოვიდ ინფექციას ებრძვის გთხოვთ მიაწვდინოთ ეს ინფორმაცია, რომ მეორედ არ განმეორდეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა!
როგორც ეს ჩემი კოლეგის 23 წლის გიორგი ბუაძის გარდაცვალებით მოხდა. კოვიდ სასტუმროდან სამსახურში დაბრუნებული, ამავე სამსახურის საპირფარეშოში იპოვეს გარდაცვლილი, სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლიაა…

რატომ უნდა ხდებოდეს ეს? ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ყველას (აქამდე მეც მეგონა) გვგონია ეს პრობლემა არ შეგვეხება.. და ეს პრობლემა სადღაც მუდამ ჩვენგან შორს ხდება…

მინდა მისი ამბავით ბევრი ადამიანის რისკ ჯგუფი გამომჟღავნდეს რადგან მეტად ჩაეძიონ თავიანთ ჯანმრთელობას და ბევრის სიცოცხლე გადარჩეს!

მით უმეტეს კოვიდ ინფექციის დადასტურების შემთხვევაში!

არ არის აუცილებელი იყოთ ქრონიკული დაავადებების მქონე პირი, ან ასაკოვანი.. აი, ჩვენ თვალწინ ემართებათ ძლიერ ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ადამიანებსაც

აუცილებლად მოსთხოვეთ ოჯახის ექიმს ანალიზებზე ნებართვა და კონტროლი!

აუცილებლად ჩაიტარეთ კოაგულოგრამის ანალიზი !

რა არის თრომბი? და რატომ ხდება მისი ასე უცაბედად თავდასხმა ჩვენ ორგანიზმზე?

რატომ ვითარდება თრომბოზი ახალგაზრდებში?

რამდენად ლეტალური გამოსავალი აქვს თრომბოემბოლიის განვითარებას?

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ ჭრილობების დროს სისხლდენა რა გზით ჩერდება? რატომ ჩერდება? ჯანმრთელი ორგანიზმი ამ პროცესისთვის რამდენიმე გზას გადის. ერთ ერთი ასეთი გზა კი დაზიანებულ უბანში თრომბის წარმოქმნის უნარია.

რაში გვჭირდება თრომბის წარმოქმნა? – მის გარეშე სისხლდენა არ შეჩერდება და პატარა ჭრილობაზეც კი ადამიანი სისხლისგან დაიცლება.. არსებობს ასეთი დაავადება ჰემოფილია – რა დროსაც ადამიანი პატარა ჭრილობის დროსაც კი იღუპება ,. გოგოები კი პუბერტატულ (გარდატეხის) ასაკსაც ვერ აღწევენ რადგან პირველი ციკლის დროს ადამიანი უბრალოდ სისხლისგან იცლება.

ამასთან დამეთანხმებით რომ თრომბის წარმოქმნის ფუნქცია ცოცხალი ორგანიზმის თავდაცვის და სიცოცხლის გადარჩენის ერთ ერთი უნარია.

თუმცა არსებობს ერთი დიდი თუმცა… როდესაც თრომბის წარმოქმნას სასიკვდილოდ იყენებს ჩვენი ორგანიზმი.

ასეა, მაგალითად, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს, რომელიც დღესდღეობით კარდიოინტენსიური განყოფილებაში პაციენტების მოთავსების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.

როგორ წარმოიქმნება თრომბი?
სისხლი შედგება ერტითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტებისაგან და პლაზმისგან.

თრომბი სისხლის შედედების საბოლოო პროდუქტია. შეწებებული თრომბოციტები და სისხლის წითელი უჯრედები ცილა ფიბრინის ბადეში ექცევა და ყალიბდება თრომბი.

სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევისას თრომბის წარმოქმნა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ის მივა დაზიანებულ უბანთან და ამოავსებს მას , ამით შეაჩერებს სისხლდენას. კედლის მთლიანობის აღდგენისთანავე თრომბული მასა დაიშლება.

თუმცა ხდება ისეც, რომ თრომბი სისხლძარღვში ყოველგვარი გარეგანი დაზიანების გარეშე წარმოიქმნება.

ჩვეულებრივ, ამას საფუძვლად უდევს ავადმყოფობა, გენეტიკური ფაქტორები, ცხოვრების წესი,უმოძრაობა თამბაქოს წევა ზოგჯერ – ქირურგიული ჩარევა და ახლა უკვე კოვიდ ინფექციაც.

ჰიპერკოაგულაციის და თრომბოემბოლიური გართულებების არსებობა აღინიშნა დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობასთან,თუმცა არა აუცილებლად და შეიძლება აღინიშნოს მსუბუქად მიმდინარე ინფიცირების დროსაც.

COVID-19-ის პათოფიზიოლოგია ჯერ კიდევ გასაგებია. ცნობილია, რომ დაავადება პირველ რიგში ახდენს რესპირატორულ სისტემის ჩართვას პროცესში, მაგრამ სხვა სისტემების ჩართვა არც თუ ისე იშვიათია.

სავარაუდოდ, სისხლძარღვთა სისტემის ჩართვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ავადობას და რაც არსებობს მრავალი მექანიზმი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელს უწყობენ COVID-19 თრომბოემბოლიის მომატებულ რისკს.

პროფილაქტიკური ციტოკინების პათოლოგიურად მომატებული დონე აღმოჩენილია ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში.

შედეგად მომატებული სისტემური ანთება, ენდოთელიუმის დაზიანებასთან ერთად, გამოწვეულია ენდოთელური უჯრედების ანგიოტენზინ -2 რეცეპტორზე ვირუსის მიერთებით და ვირუსული რეპლიკაციით, რაც იწვევს პროთრომბოზული ენდოთელიუმის დისფუნქციას.

თრომბოციტების აქტივაცია, იმობილიზაცია, მექანიკური ვენტილაცია და ცენტრალური ვენური კათეტერების გამოყენება აგრეთვე ითვლება დამატებიტ რისკ ფაქტორად რომლებიც ხელს უწყობენ პროთრომბოზულ მდგომარეობას COVID-19ის დროს.

სავარაუდო, თრომბოემბოლიით გარდაცვლილი ადამიანის გვამის გაკვეთის შედეგად მკვლევარებმა წარმოადგინეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ პროთრომბოზული მდგომარეობის შესახებ COVID-19 ის დროს.

ბოლოს ჩატარებულმა გაკვეთამ აჩვენა, რომ სხეულის თითქმის ყველა ორგანოში ხდება თრომბის განვითარება. ანტიკოაგულაციური სტატუსის მიუხედავად და ზოგჯერ დაავადების მიმდინარეობის დასაწყისშიც კი აღინიშნება მრავალ ორგანოში მნიშვნელოვანი მაკროვასკულარული და მიკროვასკულარული თრომბოზის განვითარება.

COVID-19- თან დაკავშირებული თანმხლები პროთრომბოზული მდგომარეობის პროფილაქტიკისათვის, თრომბოზისა და ჰემოსტაზის საერთაშორისო საზოგადოების (IშთH) შუალედური ინსტრუქცია რეკომენდაციას იძლევა, რომ უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში, ”პროფილაქტიკური დოზა დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინი უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა პაციენტში (ინფიცირების სიმძიმის მიუხედავად) . მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით და დოზებით!

ვენური თრომბოემბოლიის მაჩვენებლები, განსაკუთრებით კრიტიკულ პაციენტებში მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე მოსალოდნელია მწვავე ინფექციების მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.

ანტიკოაგულანტებმა შესაძლოა შეცვალოს კლინიკური მიმდინარეობა და გააუმჯობესოს COVID-19 ინფიცირებული პაციენტების პროგნოზი.

სტანდარტიზებული ანტიკოაგულანტური პროტოკოლები უნდა იქნას გამოყენებული COVID-19 პაციენტებში უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში .თრომბოემბოლიის განვითარების რისკის შესამცირებლად პრობლემის დროს თრომბი სისხლძარღვის შიგნით სისხლის მიმოქცევაში უფრო და უფრო იზრდება, ახშობს სისხლძარღვის სანათურს და აფერხებს ქსოვილებისკენ სისხლის მიდინებას. უარეს შემთხვევაში ის შესაძლოა მოწყდეს სისხლძარღვის კედელს და სისხლის ნაკადს რომელიმე ორგანოსკენ გაჰყვეს, დაახშოს მისი მომმარაგებელი სისხლძარღვი და სიკვდილი გამოიწვიოს.

ვინაიდან რესპირატორული სიმპტომები წარმოადგენს დაავადების ფუნდამენტურ მახასიათებელს, ვლინდება მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ დაავადება ასოცირდება შედედების დისფუნქციასთან, რაც პაციენტებს მიდრეკილებას უქმნის როგორც ვენური, ასევე არტერიული თრომბოემბოლიის (თE) რისკზე და ამის შედეგად პოტენციურად ზრდის სიკვდილიანობის რისკს.

თრომბოზი ახალგაზრდებში!

ეპიდემიოლოგია და რისკის ფაქტორები.

თრომბოზი ყველაზე ხშირად ხდება მიოკარდიუმის ინფარქტის, ცერებრალური ინფარქტის ან ვენური თრომბოემბოლიის სახით, ანუ ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია. ყველა სახის თრომბოზის სიხშირე მკაცრად არის დამოკიდებული ასაკზე.
ახალგაზრდა პირებში, 40 წლამდე, ვენური თრომბოზი არის თრომბოზის ყველაზე გავრცელებული ფორმა.

არტერიული და ვენური თრომბოზის რისკფაქტორები განსხვავდება და ამ უკანასკნელთა შორის ჰემოსტაზის დარღვევები უფრო აშკარაა.
ბავშვებში ვენური თრომბოზი თითქმის მხოლოდ კლინიკაში ცენტრალურ ვენურ კათეტერებთან ასოცირდება, გარდა ახალშობილის თირკმლის ვენის თრომბოზისა, რომელსაც უცნობი ეტიოლოგია აქვს.

მოზრდილებში, ვენური თრომბოზის რისკის ფაქტორები არსებითად იგივეა, რაც ხანდაზმულ პირებში, გარდა პერორალური კონტრაცეპტივების, ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში, რომლებიც შემოიფარგლება მხოლოდ ახალგაზრდა ქალებით

ახალგაზრდა ქალებში უმეტესად ვენური თრომბოზული მოვლენები შეიძლება მიეკუთვნებოდეს პერორალურ კონტრაცეპტივებს.

ვენური თრომბოზი არის მრავალი მიზეზობრივი დაავადება: თრომბოზის წარმოქმნამდე საჭიროა ერთზე მეტი რისკფაქტორის არსებობა.

 

რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო მეტი რისკფაქტორია საჭირო თრომბოზის წარმოქმნისათვის

ბავშვებში ხშირად სამი ან ოთხი და ახალგაზრდებში ხშირად ორი ან მეტი.
?რისკფაქტორები

თრომბოზი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც ზრდის მისი განვითარების რისკს:

* დატვირთული მემკვიდრეობა – თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გქონიათ ვენების თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, რისკი იმატებს;

* ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი;

* ცხოვრების უმოძრაო წესი;

* ხანგრძლივი უძრაობა, მაგალითად, ავადმყოფობის გამო წოლა, ფრენა თუ სახმელეთო ტრანსპორტით შორ მანძილზე მგზავრობა;

* სისხლის შემდედებელი სისტემის მკვეთრი გააქტიურება, რასაც მედიცინაში ჰიპერკოაგულოპათია ეწოდება. ის შესაძლოა ჰორმონული პრეპარატების, მაგალითად, კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო აბების) მიღებით იყოს გამოწვეული;

* ზოგიერთი დაავადება, მათ შორის – გულ-სისხლძარღვთა სისტემისა (განსაკუთრებით – გულის უკმარისობა), კიბო (განსაკუთრებით – პანკრეასისა, საკვერცხისა და ფილტვისა, თუმცა ნებისმიერი ავთვისებიანი სიმსივნე მეტასტაზების განვითარების პერიოდში შეიძლება თრომბების ჩამოყალიბების მიზეზად იქცეს). რისკის ფაქტორია ქიმიოთერაპიაც;

* თამბაქოს წევა;

* ჭარბი წონა;

* ქირურგიული ოპერაცია;

* ორსულობა;

* 40 წელზე უფროსი ასაკი;

* ქვედა კიდურების ტრავმა.

იშვიათად ფილტვის არტერია შესაძლოა დაახშოს არა თრომბულმა მასამ, არამედ აირის ბუშტუკებმა, სიმსივნურმა ქსოვილმა, ცხიმმა ძვლის მოტეხილობისას, კოლაგენმა.
დაავადების სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, ფილტვის რამდენად დიდ ნაწილს მოიცავს თრომბული მასები, ასევე – თრომბის ზომაზე და ფილტვების ან გულის თანმხლები დაავადებების არსებობა-არარსებობაზე.

 

უმეტესად, გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, რომელიც, ჩვეულებრივ, უეცრად ვითარდება და ყოველთვის მძიმდება ფიზიკური დატვირთვისას. მას, შესაძლოა, თან ახლდეს გულმკერდის ტკივილი, რომელსაც გულის შეტევის დროს განვითარებულ ტკივილს ამსგავსებენ. ტკივილი იმატებს სუნთქვის, ხველების, ჭამის, მოძრაობის დროს (და საგულისხმოა, რომ შეჩერების, შესვენების შემდეგ არ ყუჩდება). დამახასიათებელი სიმპტომია ხველა, რომელსაც შესაძლოა სისხლიანი ნახველი მოჰყვეს.
სხვა ნიშნებია:

* ფეხის ტკივილი და შეშუპება, განსაკუთრებით – წვივის არეში;

* ციანოზური (მოლურჯო) ელფერის კანი;

* ცხელება;

* ჭარბი ოფლიანობა;

* სწრაფი და არარეგულარული გულისცემა;

* თავბრუხვევა, გონების დაკარგვა.

რეკომენდაცია:

ეცადეთ, ბევრი სითხე მიიღოთ, რათა თავიდან აიცილოთ ორგანიზმის გაუწყლოება და,

შესაბამისად, თრომბის წარმოქმნის კიდევ ერთი რისკფაქტორი.

ერიდეთ ალკოჰოლს, რადგან მას სითხე ორგანიზმიდან გამოაქვს.

ავტომობილით მგზავრობთ, საათში ერთხელ გააჩერეთ და რამდენიმე წუთი ფეხით

ისეირნეთ. შეგიძლიათ, რამდენჯერმე ბუქნიც გააკეთოთ.

ჯდომისას 15-30 წუთში ერთხელ აამოძრავეთ კოჭები.

კიდურებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად

ექიმმა შესაძლოა კომპრესიული წინდებიც გირჩიოთ.”-წერს ექიმი ნანა სხილაძე.

გაზიარება286

დაკავშირებული -პოსტები

მარნეულში საკანალიზაციო არხის თხრილში ორი მუშა ჩავარდა, ერთი დაიღუპა

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მარნეულში, ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმებული ორი ადამიანი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას გათხრილ ორმოში ჩავარდა.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში...

დაწვრილებითDetails

ცვლილება სკოლებში, რაც ყველა მოსწავლეს შეეხება

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ცვლილება სკოლებში, რაც ყველა მოსწავლეს შეეხება
მთავარი

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა. მინისტრმა განათლების სისტემის...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქაშუეთის ტაძარში 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. „როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს მომავალში უღალატებენ

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

უახლოეს მომავალში, ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს შეიძლება ახლო წრესთან დაკავშირებული იმედგაცრუება შეხვდეს. მთავარია, იპოვო ძალა, რომ წინ წახვიდე. კიბო ღალატმა შეიძლება განსაკუთრებით ღრმად გატკინოს. უახლოეს დღეებში შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენთან ახლოს...

დაწვრილებითDetails

მოსალოდნელია სიურპრიზები და მატერიალური ბონუსები – იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

სამშაბათი, 6 მაისი განსაკუთრებით ემოციური დღეა. ნუ მოექცევით გრძნობების გავლენის ქვეშ. შესაძლოა სენტიმენტებმა გავლენა იქონიოს სიყვარულზე, საქმეზე, ფინანსურ გადაწყვეტილებებზე. ემოციური გაწონასწორება გადაგარჩენთ გაუგებრობებისგან. ოთხშაბათი, 7 მაისი იდეალური დღეა შეხვედრებისთვის, კომუნიკაციისთვის,...

დაწვრილებითDetails

როგორი ცვლილებები ელის ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

სამი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ეს ზაფხული აუცილებლად დაამახსოვრდებათ. ისინი მიხვდებიან, რომ საბოლოოდ იპოვეს ბედნიერება, მათი ცხოვრება სიხარულით იქნება სავსე და ყველა ცვლილება მხოლოდ უკეთესობისკენ იქნება. კირჩხიბი ეს ზაფხული მოგცემთ იმას,...

დაწვრილებითDetails

ვისთვის იქნება მაისის თვე იღბლიანი – პროგნოზი 12 ნიშნისთვის

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ზოდიაქოს 4 ყველაზე ქარიზმატული ნიშანი
მთავარი

ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი 2025 წლის მაისისთვის – ვის გაუღიმებს იღბალი და ვინ უნდა იყოს ფრთხილად. ეს პროგნოზი ეფუძნება პლანეტარულ განლაგებებს, განსაკუთრებით ვენერას, იუპიტერსა და მერკურის ასპექტებს: ვერძი იღბლიანი: ✔️მაისი ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ კარიერაში...

დაწვრილებითDetails

“ინვალიდი შვილის სამკურნალოდ სოფელი გაყიდა” – ქუთაისში,ასაკოვანმა ქალბატონმა თანხა დაკარგა

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
“ინვალიდი შვილის სამკურნალოდ სოფელი გაყიდა” – ქუთაისში,ასაკოვანმა ქალბატონმა თანხა დაკარგა
მთავარი

ქუთაისში, ბუხაიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების მიმდებარედ, ასაკოვან ქალბატონს დაეკარგა თანხა, ამის შესახებ ფეისბუქ ჯგუფში "სიახლე ქუთაისში" წერს Maggie Koghuashvili მინდა მოგმართოთ იმ ადამიანებს, რომელთაც კიდევ შერჩათ სიკეთის, გულიხსმიერების და სხვების...

დაწვრილებითDetails

11 მაისს ქუთაისის აია არენაზე რაგბში საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

2021 წლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი წელსაც ქუთაისში, ადგილობრივი ‘აიასა’ და ‘ბათუმის’ დაპირისპირებით გაირკვევა. წლევანდელი crocobet დიდი 10-ის წინასწარ ფინალში, ‘ბათუმმა’ რუსთავის ‘ხარებს’ 33:21 სძლია და 11 მაისს „აია არენაზე“ დაბრუნდება....

დაწვრილებითDetails

რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
მთავარი

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. 19 წლის გოგოს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გუშინ ღამით, ბალახვანის ხიდის მიმდებარედ დაიწყო. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"