ასე ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში არსებული ატრაქციონების მდგომარეობას აფასებენ. მოქალაქეთა თქმით გასართობი ატრაქციონები მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.
კრიტიკას გიზო თავაძე მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის დირექტორი გამოეხმაურა. მისი თქმით მართალია ატრაქციონები ძველია, მაგრამ შერემონტებული და უსაფრთხო . თავაძემ ასევე ყურადღება ადგილზე სკეიტ პარკის მოწყობაზე გაამახვილა, რისთვისაც ქუთაისის მერიამ 210 000 ლარი გაიღო.