მოხარული ვართ, რომ ქართველებს შეფერხების გარეშე შეუძლიათ, გააგრძელონ შემოქმედება, როდესაც საქმე მათ ინტელექტუალურ საკუთრებას ეხება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, საქპატენტი USAID/Georgia-ს პროექტის, e-Governance-ის დახმარებით, შეუფერხებლად მუშაობს.
„ყველაზე რთულ დროსაც კი ადამიანებს არ შეუწყვეტავთ გამოგონება. მოხარული ვართ, რომ ქართველებს შეფერხების გარეშე შეუძლიათ, გააგრძელონ შემოქმედება, როდესაც საქმე მათ ინტელექტუალურ საკუთრებას ეხება.
USAID/Georgia-ს პროექტის, e-Governance-ის დახმარებით, საქპატენტი Sakpatenti შეუფერხებლად მუშაობს. თანამედროვე ვებ-გვერდისა და მონაცემთა ბაზის მეშვეობით განცხადებები ივსება და მუშავდება ელექტრონულად”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.