“ გენადი ესაკია
ყველაზე თბილი უროლოგი აღარ ყავს ქუთაისს!
ჭკვიანი ექიმი, , კეთილშობილი ადამიანი, არაჩვეულებრივი მეუღლე, მამა და მეგობარი აღარ ივლის დღეიდან ქუთაისის ქუჩებში, შეხვედრისას ჩანთას ხელიდან ხელში აღარ გადაიტანს, შლიაპას აღარ მოიხსნის და აღარ მოგვესალმება…
არც მეგობრულ თავშეყრებზე ივლის..
აღარც ჯეელი ბიჭივით იცეკვებს..
აღარც სერიოზული სახით გასინჯავს პაციენტებს და აღარც დამაიმედებელი იქნება დანიშნულების დაწერისას…
აღარც ფოტოებს შეაგროვებს..
ახლა უამრავი თქვენი ფოტო გამოჩნდება…
ბატონო გენადი. თქვენ კიდევ ერთი, კოვიდ მსხვერპლი ექიმი გახდით..
გენკა აღარ გვყავს მეგობრებს….გენკა
” – წერს ჟურნალისტი თამუნა გვილავა ფეისბუკზე
ბავშვთა უროლოგი გენადი ესაკია 77 წლის ასაკაში წუხელ ღამით კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გენადი ესაკია ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უროლოგად მუშაობდა. ის კორონავირუსით საავადმყოფოში 25 ნოემბერს ცხელებითა და თავის ტკივილით შეიყვანეს. მისი მდგომარეობა ბოლო 10 დღეში დამძიმდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გენადი ესაკაია რამდენიმე თანმდევი დაავადება და ინსულტი ჰქონდა გადატანილი.