ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ქუთაისში, ჭავჭავიძის გამზირზე 37 ნომერში მდებარე “საქართველოს ბანკში” შეიჭრა.
პირი თანხას ითხოვდა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება, მუშაობენ კინოლოგები.
როგორც ცნობილია ნიღბიანმა პირმა ტერიტორიის დატოვება მოასწრო, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.