საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილი პაატა შევარდნაძე საქართველოსთან დაკავშირებით ევრომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“ღმერთო, ეს რა ქენით? როგორ მოახერხეთ? 30 წელი, აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით (გვინდოდა, ყოველ შემთხვევაში). არც წინაპრები და მითუმეტეს ახალი, მომავალი თაობა ამას არასდროს გაპატიებენ!!!
ხვდებით მაინც რა მოხდა? მიუხვედლებისთვის: წავედით მოუსავლეთში! ბრავო მეგობრებო! იმ საქართველოს გაუმარჯოს, სადღეგრძელოში რომ იტყვიან: ვიყოთ, პაწა, ერხანს! ფუი”, – წერს შევარდანაძე.








