“მდიდარმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ბუსტერის (ფაიზერის ან მოდერნას მე-3 დოზა) გამოყენება. ამერიკამ ახლახან შეიძინა დამატებით 200 მილიონი დოზა ფაიზერი, სავარაუდოდ, ბუსტერისთვის, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ მდიდარი ქვეყნები გადადიან დაბალეფექტური ვაქცინებიდან (დელტა ვარიანთან მიმართებაში) უფრო მაღალეფექტურ ვაქცინებზე (ფაიზერი/მოდერნა).
მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის თითქმის 60% 2-ჯერ არის აცრილი.
მდიდარ ქვეყნებში ეკონომიკები განიცთიან ინფლაციას მაგრამ სტაბილური ზრდის ტენდეციები მიდის.
მდიდარ ქვეყნებში ვაქცინაციის და, სავარაუდოდ, ბუსტერის საყოველთაო /სავალდებულო ხასიათის პროცედურა იქნება და შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია, როგორიც არის QR კოდიანი სერტიფიკატი და ასე შემდეგ.
ღარიბ ქვეყნებში ბუსტერებზე არც არის საუბარი, ვაქცინები არ აქვთ და თუ აქვთ, უმრავლესობა იცრება დაბალეფექტური და ზოგჯერ არც ისე უსაფრთხო ვაქცინებით. და “ანტივაქსერები” ეხმარებიან ამ ღარიბი ქვეყნის მთავრობებს, დაფარონ თავიანთი არაპროფესიონალიზმი/არაეფექტურობა/კორუმპირებულობა, “დაარწმუნონ” მოსახლეობა რომ ბუსტერი კი არა, ვაქცინები არის “დასავლეთის ბოროტება”, “5G ნანო ტექნოლიგია”, “სატანის და მასონების” ხრიკები და კიდევ 1000 სისულელე.
შედეგი: ღარიბი ქვეყნები ღარიბდებიან და მდიდარი ქვეყნები მდიდრდებიან.
სიკვდილიანობა არის უფრო მაღალი ღარიბ ქვეყნებში და ნაკლები მდიდარ ქვეყნებში.
გაუნათლებელი (8 კლასიც რომ არ დაუმთავრებია მაგრამ დიპლომირებულია, ასეთები არიან ყველგან) – არიან ყველა საზოგადოებაში მდიდარ და ღარიბ ქვეყანაში”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში