გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქუთაისის ცხელების ცენტრს 22-მა მოქალქემ მიმართა.
მათგან საეჭვო სიმპტომების გამო კორონავირუსზე ანალიზი 7 პაციენტს გაუკეთეს და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
ცხელების ცენტრის ხელმძღვანელის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, დღეს კლინიკაში კიდევ 8 ახალი პაციენტია შესული, მათ ბიოლოგიურ ნიმუშებს კვლვისთვის ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გააგზავნიან.
ცხელების ცენტრი 1 კვირის წინ გაიხსნა და ამ ხნის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებას 120 -მა პაციენტმა მიმართა.
საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 383 მოქალაქე რჩება. გარდაცვლილია 2 ადამიანი.
imedinews.ge