ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 63 წლის ქალი ინფექციურ საავადმყოფოში ქუთაისის ე.წ. ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს. ეპიდემიოლოგები ინფიცირების შესაძლო წყაროებს იკვლევენ.
ქუთაისის ინფექციურში მყოფი ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. ერთი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას დღეს განმეორებითი ტესტი გაუკეთდა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკას დატოვებს.