ქუთაისში 56 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმერეთში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. კვლევებს შორისაა სამეგრელოსა და გურიის სამედიცინო დაწესებულებებიდან გადმოგზავნილი ნიმუშები.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 50 პირი რჩება. საკარანტინო სივრციდან დღეს 7 პირი გავიდა და 445 დარჩა.
საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.