ავტოქარხნის დასახლებაში, მესხის 13 ნომერში მდებარე 5 სართულიან კორპუსში დაკვამლიანებაა, რამაც ადგილობრივებში პანიკა გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ დაკვამლიანების მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. კვამლი კორპუსში მეოთხე სართულიდან გავრცელდა.