ქუთაისში 37 საეჭვო პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.
თემურ ნადირაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული COVID-19-ით 20 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 მცირეწლოვანია.
რაც შეეხება საჩხერის სამედიცინო ცენტრს, აქ კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფექციონისტის კვლევებმა, რომელიც პაციენტისგან დაინფიცირდა, ორჯერ უარყოფითი პასუხი აჩვენა. საჩხერის კლინიკაში 1 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.
საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.