ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტის COVID-19 არ დაუდასტურდა.
ქუთაისში თერჯოლიდან გადაყვანილი ინფიცირებული 55 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 11 პაციენტი მკურნალობს. ორ მათგანს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით საკონტროლო ტესტს დღეს გაუკეთებენ. ამასთან, პაციენტებს შორის შვიდს ორმხრივი პნევმონია აქვს. კლინიკის მთავარი ექიმის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კრიტიკული არ არის.
ამ დროისთვის კლინიკაში ბათუმიდან „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით დედა-შვილი გადმოჰყავთ.