ქუთაისში 21 წლის გოგო ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით გაიგუდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ ფერეთადან იყო და ბინაში ქირით ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.