ქუთაისის მერმა პირველი ახალშობილი მოინახულა
2020 წლის პირველი ახალშობილი ქუთაისში ლუკა ჩახუნაშვილია. პირველი ქუთაისელი წელს ხონელიძის სამშობიარო კლინიკაში დაიბადა. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ახალშობილი და დედა მოინახულა. დღეს დაბადებულ ყველა ახალშობილს ქუთაისის მერია სპეციალური პროგრამიდან თანხასაც გადასცემს. ამისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 5 000 ლარია გამოყოფილი. გიორგი ჭიღვარიამ დღესვე ახალი წელი მიულოცა სამშობიარო კლინიკის თანამშრომლებს.
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ოთხი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ოთხი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. საავტომობილო გზა გადაკეტილი იყო და ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და პოლიცია. როგორც მეგა ტვისთვის ცნობილია ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.