ქუთაისის ლაბორატორიაში 15 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.
დღეიდან წყალტუბოში მეხუთე საკარანტინო სივრცე იხსნება. სასტუმრო „პრომეთეში“ დღეს 55 პირი შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, იმერეთის რეგიონში თვითიზოლაცია დღეს 54-მა პირმა დაასრულა. ამ დროისთვის საინკუბაციო პრრიოდის გასვლას ელოდება თვითიზოლაციაში მყოფი 229 ადამიანი.
რაც შეეხება დანარჩენ საკარანტინო ზონებს – სასტუმრო „პლაზაში“ 87 ადამიანია. ყოფილ სამხედრო სანატორიუმში დღეს 144 მოქალაქე იმყოფება. საჩხერის კარანტინში 57 პირია. საკარანტინო სივრცეს კი 31 მათგანი დატოვებს.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.
IMEDINEWS.GE