ქუთაისში, ცნობილი ქართველი ქირურგი,მეცნიერებათა დოქტორი ომარ ღიბრაძე გარდაიცვალა.
1993 წლიდან ასწავლიდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1996 წელს გახდა პროფესორი, ხოლო 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა ქირურგიის კათედრას.
• 2014 წელს მიენიჭა ემერიტუსის წოდება.
იგი ასევე იყო საქართველოს გადაუდებელი ქირურგიის ასოციაციის გამგეობის წევრი!
• პროფესორ ღიბრაძეს გამოქვეყნებული აქვს 68 სამეცნიერო შრომა, მათ შორის ბოლო წლებში აქტიურად მუშაობდა ონკოტროპული ვირუსებისა და ანტიტუმორული ავტოვაქცინების თემებზე.
• მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამედიცინო კონგრესებში.
პროფესორს ახლობლები ემშვიდობებიან:
დიდი ადამიანი დააკლდა ჩვენს ქალაქს და ქვეყანას
არასოდეს დამავიწყდებით!… თქვენ მე ურთულეს პერიოდში ყველაზე იმედიანად და კოლეგიალურად გვერდით მედექით♡ მადლობა ყველა სიკეთისთვის! მადლობა შთაგონებისთვის! მადლობა კოლეგიალობისთვის! მადლობა თანაგრძნობისთვის! უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ.მშვიდობით უსაყვარლესო ომარი ექიმო

ძალიან მიჭირს სიტყვების მოძებნა იმ ადამიანზე, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში საოცრად ნათელი კვალი დატოვა.
ბატონი ომარ ღიბრაძე -დიდებული ექიმი!
არასოდეს დამავიწყდება მისი სიტყვები, როცა სტუდენტი გავხდი –
“ყველაფერში დაგეხმარები.“
ეს სიტყვები მხოლოდ იმედის მოცემა არ იყო — ეს იყო დაპირება, რომელსაც ნამდვილად ასრულებდა. მისი მხარდაჭერა, რჩევები და გულშემატკივრობა ჩემთან იყო მუდამ.
ბატონი ომარი ჩემთვის მხოლოდ ექიმი არ ყოფილა – ის იყო გზამკვლევი, რომელმაც მასწავლა, როგორ უნდა იყო პროფესიონალი .
მუდმივი პატივისცემით და მადლიერებით გავიხსენებ ბატონ ომარს – მისი ხსოვნა სამარადჟამოდ დარჩება ჩვენთან.
მშვიდობით, ბატონო ომარ…