“ერთკვირიანი პროგნოზიდან გამომდინარე, ქუთაისში მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, საქართველოს დროშა დროებით დაშვებული იქნება.” – ამ ინფორმაციას ააიპ ქუთგანათების სერვისცენტრი ავრცელეს.
საქართველოს ეროვნული დროშა ქუთაისის მერიამ ქალაქის ერთ-ერთ შემოსასვლელთან ნიკეას ქუჩაზე ოთხი თვის წინ დადგა. დროშის სადგარის მოწყობა თითქმის 50 000 ლარი დაჯდა.
საქართველოს დროშა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ქარიან ადგილასაა განთავსებული, ხან ქარს მიაქვს და ხანაც აზიანებს.
