ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში, ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.
მათუვე თქმით, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელმაც ხანძრის შესახებ დროულად გაიგო.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია.