ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე, ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ დამწვარია სახურავის 200 კვადრატული მეტრი. მათივე თქმით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. კორპუსის ზედა სართულებში წყალი ჩავიდა, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ასევე დაზიანებულია ქვედა სართულების ჭერი და კედლები.
როგორც ადგილობრივები ამბობენ ხანძარი სავარაუდოდ ელექტროენერგიის ძველმა გაყვანილობამ გამოიწვია.
ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, რომელმაც განაცხადა რომ მოსახლეობას მერიის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს.
ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.
რა ზარალი მიადგათ ოჯახებს ჯერ-ჯერობით უცნობია.