ქუთაისის სპორტის სასახლეში კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა.
მასში 170 სპორტსმენი თითქმის ყველა ქალაქიდან მონაწილეობს. ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში 2004-2005 წლებში დაბადებული მოკრივეები 23 თებერვლის ჩათვლით შეეჯიბრებიან. ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტებული ნაკრები კადეტთა შორის გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც მიმდინარე წელს საქართველოში გაიმართება.
ჩემპიონატი კრივის ფედერაციის ორგანიზებითა და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით ეწყობა.
ვინ არის “სოხუმსკის” ძმის მკვლელობაში ბრალდებული – შსს – მ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი...