ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020-ის მუნიციპალური ტურნირი გაიხსნა. პირველი შეჯიბრებები ფრენბურთსა და გეზმრბენში ჩატარდა.
მასში ქალაქის მასშტაბით 45 საჯარო და კერძო სკოლის, გოგონათა და ვაჟთა 220 გუნდია ჩართული. შეჯიბრებები სპორტის 8 სახეობაში გაიმართება. გამარჯვებული გუნდები რეგიონულში, შემდეგ ზონალურ და ეროვნულ ტურებში იასპარეზებენ. გამარჯვებული სკოლების მოსწავლეები კი საქართველოს სახელით მსოფლიო ოლიმპიადაზე გავლენ.
ოლიმპიადის გახსნას ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა რიჟამაძე დაესწრნენ.
ოლიმპიადა მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ეწყობა.