LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნება

ქუთაისში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნება

დაპოსტა 2019/09/05-ში
A A
224
ნახვა
გაზიარება

„თბილისში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი შეიქმნა, რომელიც მომხმარებელს ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში 50-მდე საპოლიციო მომსახურებას აწვდის,“ – ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ერთიანი მომსახურების ცენტრების გახსნა, ასევე, იგეგმება რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

„სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობას და გამჭვირვალობას, ასევე, მოახდენს ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებას, საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და დანაყოფის სტრუქტურულ ოპტიმიზაციას.

თბილისში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი შეიქმნა, რომელიც მომხმარებელს ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში 50-მდე საპოლიციო მომსახურებას აწვდის. ამასთანავე, ერთიანი მომსახურების ცენტრების გახსნას ვგეგმავთ რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ყველა პატრულ ინსპექტორი აღიჭურვა ახალი სამხრე კამერებით. დაინერგა და შეიქმნა ქვეით პატრულ ინსპექტორთა კორპუსი,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვან მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კერძოდ, დღეს თავიანთ პროგრამას წარადგენენ: შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი.

ასევე, დღესვე მოუსმენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშილს.

თეგები: მომსახურებაპატრულირეფორმაშსს
გაზიარება115

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
ქუთაისში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში , ცენტრალურ მოედანზე ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.   ფოტო : Topnews.com.ge

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში...

დაწვრილებითDetails

მსგავსი სადიზმი არასდროს მახსოვს, რა ხდება ეს რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ?! – ნინი შერმადინი

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
ნინი შერმადინის ინგლისურენოვანი სიმღერა რადიოს ჩარტში მეორე პოზიციაზეა
მთავარი

ნინი შერმადინი პოსტს აქვეყნებს: "ახლახანს ფოტო შემხვდა, ფისოს მოჭრილი თავი ეგდო თელავში სკოლის ეზოში!!!!!!!!! ხალხნო!!!!! მიაქციეთ შვილებს ყურადღება, ფსიქოპატებს ნუ ზრდით!!!! ცხოველზე მზრუნველობით და მოვლით ასწავლეთ ადამიანობა, რომ დაბერდებით და...

დაწვრილებითDetails

სუნელ-სანელებლებში აკრძალული საღებავები გამოვლინდა – სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
სუნელ-სანელებლებში აკრძალული საღებავები გამოვლინდა – სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს
All news

სუნელ-სანელებლებში აკრძალული საღებავები გამოვლინდა - სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო...

დაწვრილებითDetails

“სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას”- ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

სინამდვილეში ეს არ არის პოლიტიკური პარტიები, ეს არის ერთი პოლიტიკური პარტია, ეს სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა და...

დაწვრილებითDetails

“იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება” – კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უნგრეთში განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“სამი დღის განმავლობაში გავხდით მოწმე სრულიად პოლიტიზებული პროცესისა “- ირაკლი კუპრაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
“ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და კრიზისს” – ირაკლი კუპრაძე
მთავარი

ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენ გავხდით მოწმე სრულიად პოლიტიზებული და სამართლებრივად დაუსაბუთებელი პროცესისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან - როდესაც ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების „დღეები დათვლილია“, ეს ნიშნავს...

დაწვრილებითDetails

„მოტყუებით 21000 ლარს დაეუფლა…“ – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, გამოძიების თანახმად, ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით მოტყუებით დაეუფლა...

დაწვრილებითDetails

გურიაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გურიის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის,...

დაწვრილებითDetails

აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი გახდა

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი გახდა
მთავარი

საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი (აკადემიკოსი) გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აკადემიკოსის დიპლომი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"