ქუთაისში, გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე #2/24-ში საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. საქმეში ეჭვმიტანილია ორი გოგო, რომლებიც დაახლოებით 1 თვის მანძილზე თავს რძალ-მულად ასაღებდა.
,,ბინა გამიქურდეს, მათ ბინა ჩემმა მიაქირავეს, თქვეს რძალ-მული ვართო, გასაღები 24 აგვისტოს ჩავაბარე, დღეს კი შემატყობინეს ქურდობის შესახებ. გაიტანეს ყველაფერი ავეჯი და ტექნიკა. საქმე ძიებაშია, აშკარად თაღლითების ბანდა მოქმედებს”- განაცხადა დაზარალებულმა “მეგა ტვ”-თან საუბრისას.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება 177 მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას.
ასევე დაგაინტერესებთ:
ქურდობაში ბრალდებული ”რძალ-მული” დააკვეს