ქუთაისში მცხოვრებ მარჩენალდაკარგულ ოჯახებს სასურსათო ამანათები სახლებში მიუტანეს. საყოველთაო კარანტინის პირობებში, ქუთაისში გრძელდება სასურსათო პაკეტების დარიგება მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილისთვის.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ , ამჯერად მარჩენალდაკარგულ ოჯახებს მიუტანა ნობათი.
„ორ კვირაზე მეტია ჩვენ, ქუთაისის თვითმმართველობა, ყოველდღიურად ასეულობით ჩვენს თანაქალაქელს ვამარაგებთ პირველადი მოთხოვნილების პროდუქციით. მხოლოდ ასე, ერთად დგომით, სახელმწიფოს და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობით შევძლებთ ამ მძიმე დღეების გადატანას.“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.