დღეს, 20 სექტემბერი, 14:00 საათი, ქუთაისის ცენტრალური მოედანზე მასშტაბური მსვლელობა “მარში კლიმატისთვის” მოეწყობა.
როგორც სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბიში “თაობათა დიალოგი” აცხადებენ ისინი მსვლელობით მსოფლიო მშვიდობიან კამპანიას „GLOBAL STRIKE“ უერთდებიან, რომლის მიზანია მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდონ.
„GLOBAL STRIKE“-ის სათავეში 16 წლის შვედი ეკო აქტივისტი, სკოლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგია.
„კლიმატური მარში“ მსოფლიოს მასშტაბით იმართება და მასში ამ დრომდე 1000-ზე მეტი ქალაქია ჩართული. საქართველოდან ქუთაისი ოფიციალურად არის კამპანიის მონაწილე.
“გვსურს, მოგიწვიოთ 20 სექტემბრის მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად. ყოველგვარი რეგისტრაციის, წინასწარი ჩაწერების გარეშე შეგიძლიათ 14:00 საათზე იყოთ ცენტრალურ მოედანზე. გახსოვდეთ, დედამიწა ჩვენი საერთო სახლია. ჩვენს პლანეტაზე ყოველდღიურად ხანძრის კერებს ებრძვიან. უახლოესი მაგალითი ამისა არის ამაზონის ტყე. მათ, ვის ხელშიც რეალური ძალაუფლება არის კლიმატური ცვლილებებისთვის მინიმალურს აკეთებენ.” – აცხადებენ “თაობათა დიალოგ”-ში.