ქუთაისში, მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები მათი კორპუსის წინ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.
განჯის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ახალი კორპუსი მათ საცხოვრებელთან ძალიან ახლოს შენდება, რის გამოც, მათი უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება.
მათივე თქმით, ახალ კორპუსს კომპანია “იბერია სტარ გრუპი” აშენებს, რომელმაც მანამდე მათი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა და მიმდებარედ მწვანე სივრცისა და მოედნის მოწყობას დაჰპირდა.
მშენებელი კომპანიის იურისტის თქმით, მშენებლობის პროცესი ნებართვის საფუძველზე, კანონის დაცვით მიმდინარეობს.
ფოტო ,,ნიუპრესის”