ქუთაისში მოქალაქეებს პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარი დაურიგეს.
პირბადეების დარიგების საქველმოქმედო აქცია მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ქართულ-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი ლიდერების ინიციატივა”- (NLI) ქუთაისის ოფისში, ტიციან ტაბიძის 28 ნომერში გაიმართა.
მსურველებს კორონავირუსისგან თავდასაცავი საშუალებების მიღება დღის განმავლობაში შეუძლიათ.
”მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის გათვალისიწინებით ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს ქუთაისში მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ გადასცენ დამცავი ნიღბები, სადეზინფექციო ხსნარი და ხელთათმანები იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ მათი შეძენის საშუალება.” – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე თქნით ისინი მსგავს აქციებს გააგრძელებენ. ამ ეტაპზე აქციის ფარგელბში პაკეტი 600 ადამიანზე გაიცენა. შემდეგი ღონისძენა მომავალ კვირაშია დაგეგმილი. ორგანიზატორები გეგმავენ რომ პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარი 70 წელს გადაცილებულ მოხუცებს სახლში მიუტანონ.