ქუთაისში მოტოციკლეტს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა.
როგორც თვითმხილველები “მეგა ტვ”-თან აცხადებენ, ავტომობილმა მოტოცოკლეტს გზა გადაუჭრა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს შეეჯახნენ.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც “მეგა ტვ”-ს განუცხადეს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მოტოციკლს მართავდა მოტეხილობები აღენიშნება.