ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ამჟამად კლინიკაში 19 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კლინიკაში მძიმე და კრიტიკული პაციენტები არ ჰყავთ. მათ შორის ხუთი პირი ე.წ. თერჯოლის კლასტერიდანაა.
საქართველოში კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.