ქუთაისში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი განიკურნა – ამის შესახებ კლინიკა “ლჯ და კომპანია” თავის ფეისბუკ გვერდზე წერს.
“პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი!. ახალგაზრდა პაციენტს ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა, ის კორონა ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა!”.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოვიდა, ქუთაისელი არ არის, ის სამედიცინო ცენტრში კარანტინიდან გადაიყვანეს.
ახალგაზრდა მამაკაცი სტუდენტია, მას COVID 19 -ის დიაგნოზი 26 მარტს დაუდასტურდა.
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ათი პაციენტი იმყოფება. ამავდროულად, ქუთაისში რამდენიმე პაციენტს დღეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.