გუშინ გვიან ღამით დასრულდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ქუთაისში, გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე.
თაღლითობასა და ქურდობაში ბრალდებულია 2 ახალგაზრდა ქალი. როგორც ”მეგა ტვ”-ს დაზარალებულმა აცნობა ზესტაფონისა და ჩოხატაურში მცხოვრები 22 და 28 წლის ქალები არიან. მისივე თქმით ეჭვმიტანილები პოლიციამ დააკავა.
,,ნივთებს ალბათ, მალე დამიბრუნებენ ” – განაცხადა დაზარალებულმა და მადლობა გადაუხადა ყველას ვინც დახმარება გაუწია და თანადგომა გამოხატა.
ბრალდებულები თავს რძალ – მულად ასაღებდნენ. მათ ქუთაისში ბინა იქირავეს და ერთი თვის შემდეგ გაქურდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება 177 მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას, მართლსაწინააღმდეგოდ.