საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19 ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების პარალელურად, იმ ადამიანების ტრანსპორტით უზრუნველყოფა იგეგმება, რომლებსაც ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა სურთ.
შესაბამისად, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.
ამ ეტაპზე, ქუთაისის მერია ელოდება დამატებით რეკომენდაციებს საკოორდინაციო საბჭოდან, რომლის შესაბამისადაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მოქალქეთა ტრანსპორტირების გეგმისა და გრაფიკის შესახებ.