ქუთაისში ევროპული განათლების აკადემიის „ბიდისი“ ფილიალი გაიხსნა. აკადემია საქართველოს 3 ქალაქში, თბილისში, გორში, მარნეულსა და ახლა უკვე ქუთაისშია წარმოდგენილი.
ევროპული განათლების აკადემია „ბიდისი“ უკვე 13 წელია ოპერირებს ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე და იგი მსურველებს, როგორც მოკლე ასევე გრძელვადიან სასერტიფიკაციო და სადიპლომო პროგრამებს სთავაზობს.
აკადემია ქუთაისში ყველა იმ პროგრამას განახორციელებს, რასაც დანარჩენს სხვა ქალაქებში. ქუთაისის ფილიალში ადგილობრივ მაღალპროფესიონალური კადრების გარდა თვეში ორჯერ ტრენინგებს ჩაატარებენ თბილისიდან მოწვეული მაღალი რანგის საერთასორისო კვლიფიკაციის ტრენერები.
მომდევნო ფილიალს აკადემია უკვე გურიაში გახსნის. ქუთაისში აკადემია 9 აპრილის ქუჩაზე 2 ნომერში მდებარეობს.
პროფესიული გადამზადება, სტაჟირება, დასაქმება, აკადემია “ბი დი სი” უკვე ქუთაისშია