ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, დევნილთა კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
შერვაშიძის #53-ში მდებარე შენობაში ცეცხლი ხის კონსტრუქციას გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან იუწყებიან ხანძარი ამ დროისთის ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.