ქუთაისში დაცვის თანამშრომელმა პნევმატური იარაღით მოქალაქე სცემა. შემთხვევა ახალგაზრდობის გამზირზე გუშინ მოხდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი სიცოცხლის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. დადგენილია ერთი პირი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.