ქუთაისში აქტივისტებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. “კომენდანტის საათი” მათ ქუთაისის მერიასთან აქციაზე დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით დაარღვიეს და მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ.
აქტივისტები სკანდირებდნენ: “მონებო, ძირს კორუმპირებული ჩინოვნიკები”.
მათი თქმით, თუ ხვალამდე დაკავებულები არ გაათავისუფლეს შიმშილობას დაიწყებენ.
ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს 6 პირი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
აქტივისტები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და მერიაში შესვლას ცდილობდნენ, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.