ქუთაისში დასუფთავების აქცია მოეწყო.
ქუთაისის მერიის და მერიის სამსახურების ინიციატივით და ორგანიზებით ქალაქში წითელი და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია, მდინარე რიონის სანაპირო და ქალაქის 12-ვე ტერიტორიული დასუფთავდა.
დასუფთავების პროცესში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი” პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და საკრებულოს დეპუტატები. სამაშველო სამსახურის და ა(ა)იპ სპეციალური სერვისების თანამშრომელები, ასევე მოქალაქეები.
ადგილზე დარიგდა საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები. დასუფთავების მასშტაბური აქციები ქუთაისში პერიოდულად გაიმართება.