6 სექტემბერს ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება. სამუშაოს მაძიებლებს 30-მდე კომპანია 500 – ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. ფორუმში მონაწილეობას რეგიონში მოქმედი სხვადასხვა კომპანია მიიღებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. დასაქმების ფორუმი 14:00 საათზე წერეთლის მე-2 ჩიხის #2-ში გაიმართება.
ფორუმის მიზანია სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას.
სამუშაოს მაძიებლებს საშუალება გაქვთ ადგილზე გაიაროთ რეგისტრაცია და მიიღოთ ნებისმერი ინფორმაცია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე.
ქუთაისში დასაქმების ფორუმს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან ერთად, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიათან პარტნიორობით გამართავს.