ქუთაისში „დავითობა“ აღინიშნება. 8 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია, ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დილიდან გელათში საზეიმო წირვა აღავლინეს.
გელათში იმყოფებოდნენ მომლოცველები, ჩოხოსნები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დღესვე, ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის საფლავი გვირგვინებით შეამკეს.