ქუთაისში გაფიცულ მუშებსა და კომპანიას შორის შეთანხმება არ შედგა.
მეტალურგიული ქარხნის შპს “ამბიკონ სტილსის” ადმინისტრაციასა და დასაქმებულებს შორის რამდენიმე საათიანმა მოლაპარაკებამ უშედეგოდ ჩაიარა. მუშები კვლავაც ხელფასების მატებას, სამედიცინო დაზღვევას, ზეგანაკვეთური შრომის შესაბამის ანაზღაურებას და სამუშაო პირობები გაუმჯობესებას ითხოვენ.
გარკვეულ პუნქტებზე სიტყვიერი შეთანხმების მიუხედავად, ხელშეკრულების გაფორმებამდე ქარხანაში დასაქმებულები საწარმოში დაბრუნებას არ გეგმავენ.
შეგახსენებთ რომ პროტესტი უკვე მეხუთე დღეა გრძელდება.
დღეს 19:00 საათზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს ეთერში გადაცემაში “დისკურსი” პროფკავშირების წარმომადგენელი ირაკლი მხეიძე, პოლიტიკოსი გოგი წულაია და მუშები ისაბრებენ.